WiFi ადაპტერი (ვაიფაი მიმღები) არის მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს ან ლეპტოპს უსადენო ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. საჭიროა თუ PC-ს ჩაშენებული WiFi ბარათი არ აქვს.
სჭირდება WiFi ადაპტერს დრაივერი?
მოდელების უმეტესობა მუშაობს Plug & Play რეჟიმში (Windows 10/11) — ჩართავ და მაშინვე მუშაობს. ზოგიერთ მოდელს მოჰყვება დისკი ან CD მაქსიმალური თავსებადობისთვის (Linux, Mac და სხვ).
რა განსხვავებაა WiFi 5 და WiFi 6 შორის?
WiFi 6 (802.11ax) უფრო სწრაფია, უკეთეს სიგნალს იძლევა ბევრი მოწყობილობის დროს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მაგრამ WiFi 6-ს სარგებელი მხოლოდ WiFi 6 როუტერთან ჩანს.
რა განსხვავებაა 2.4GHz და 5GHz შორის?
2.4GHz — დიდი დაფარვის რადიუსი, კედლებზე კარგი. 5GHz — უფრო სწრაფი, ნაკლები ჩარევა, მაგრამ ნაკლები დაფარვა. Dual Band ადაპტერები ორივეს მხარს უჭერენ. 2.4GHz-ს აქვს უფრო დიდი დაფარვის რადიუსი, ხოლო 5GHz უზრუნველყოფს ბევრად მაღალ სიჩქარეს და ნაკლებ შეფერხებას თამაშებისა და სტრიმინგისთვის.
რომელი WiFi ადაპტერი ავირჩიო?
ჩვეულებრივი გამოყენებისთვის საკმარისია 300–600 Mbps მოდელი. მაღალი სიჩქარისთვის ან თამაშისთვის ჯობია 1300 Mbps Dual Band ადაპტერი.
როგორ გავზარდო WiFi სიგნალი კომპიუტერზე?
აირჩიე გარე ანტენიანი WiFi ადაპტერი და გამოიყენე USB 3.0 პორტი — ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიგნალს და სიჩქარეს.