დაგვიკავშირდი 🟢 WhatsApp 💬 Messenger 📞 593 53 35 61
✉ info@maga.ge
📞 დარეკვა 💬 Messenger 🟢 WhatsApp

OBD2 სკანერები —
ავტო დიაგნოსტიკა

შეაერთე OBD2 პორტში, დაუკავშირე ტელეფონს ან გამოიყენე ეკრანიანი სკანერი — წაიკითხე და წაშალე Check Engine შეცდომები, ნახე Live Data.

OBD2 სკანერები — ავტო დიაგნოსტიკა ELM327 WiFi Bluetooth | MAGA.GE

სკანერები (8)
ყველა WiFi Bluetooth ეკრანიანი iOS
OBD2 სკანერი Kingbolen WiFi ELM327 iPhone Android ავტო დიაგნოსტიკა
⭐ რჩეული WiFi iOS Android
OBD2 სკანერი Kingbolen WiFi (ELM327)
კოდის წაკითხვა/წაშლა · Live Data · Freeze Frame · ყველა OBD2
OBDLink LX Bluetooth OBD2 სკანერი Android Windows
Bluetooth
OBD2 სკანერი OBDLink LX Bluetooth Android/Windows
4x სწრაფი · 128-ბიტი დაშიფვრა · Torque Pro · BatterySaver
OBDLink MX+ Bluetooth OBD2 სკანერი iOS Android Windows
Bluetooth iOS ✓ BimmerCode ✓
OBD2 სკანერი OBDLink MX+ — iOS, Android, Windows + BimmerCode
MS-CAN/SW-CAN Ford/GM · 128-ბიტი · 3 წლის გარანტია
OBD2 სკანერი Nexpeak NX103 WiFi iPhone Android ავტო დიაგნოსტიკა
⭐ რჩეული WiFi iOS Android
OBD2 სკანერი Nexpeak NX103 WiFi V1.5
Full OBD-II · ELM327 V1.5 · iOS / Android / Windows
OBD2 სკანერი ELM327 ორმაგი პლატით Bluetooth Android დიაგნოსტიკა
Bluetooth iOS Android
OBD სკანერი  ELM327 V1.5 ორმაგი პლატით PIC18F25K80
V1.5 · PIC18F25K80 ჩიპი · ჰიბრიდი iOS-თავსებადი
NEXPEAK NX101 PRO Bluetooth OBD2
Bluetooth Android
OBD2 სკანერი  NEXPEAK NX101 PRO Bluetooth
Bluetooth V1.5 · Android · DTC წაკითხვა/წაშლა · Live Data
ELM 327 WiFi V1.5 OBD სკანერი iOS/Android/PC
WiFi iOS Android
OBD2 სკანერი ELM327 WiFi V1.5
ყველაზე ხელმისაწვდომი · iOS / Android / PC · Live Data
V519 OBD2 სკანერი ეკრანით — Plug & Play
ეკრანიანი
OBD2 სკანერი V519 ეკრანით — Plug & Play
ტელეფონის გარეშე · DTC · Live Data · Battery Voltage
📖
WiFi vs Bluetooth vs ეკრანიანი — რომელი OBD მოწყობილობა გჭირდება? წაიკითხე ჩვენი სრული გიდი — განსხვავებები, რეკომენდაციები iPhone და Android-ისთვის.
გიდის კითხვა →

OBD2 სკანერები და ავტომობილის დიაგნოსტიკა

OBD2 სკანერი გამოიყენება ავტომობილის ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკისთვის, Check Engine შეცდომების წასაკითხად და წასაშლელად, ასევე Live Data-ს სანახავად. MAGA.GE-ზე ხელმისაწვდომია OBD2 / OBD-II და EOBD სკანერები, მათ შორის ELM327 Bluetooth და WiFi მოდელები, რომლებიც მუშაობენ Android და iPhone (iOS) მოწყობილობებთან შესაბამისი აპლიკაციების საშუალებით.

OBD2 და EOBD დიაგნოსტიკური ადაპტერები განსხვავდება კავშირის ტიპის, ჩიპის, თავსებადობისა და ფუნქციების მიხედვით. არჩევისას მნიშვნელოვანია ავტომობილის მხარდაჭერა და ის, თუ რა გჭირდება — მხოლოდ შეცდომების კოდების წაკითხვა და წაშლა, თუ დამატებით Live Data და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.

კატეგორიაში წარმოდგენილია ELM327 OBD2 ადაპტერები, Bluetooth OBD2 სკანერები, WiFi OBD2 სკანერები და სხვა OBD-II დიაგნოსტიკური მოწყობილობები სხვადასხვა ავტომობილისთვის.

ხშირად დასმული კითხვები OBD სკანერებზე
iPhone-ისთვის რომელი OBD2 სკანერი გამოდგება?
iPhone-ზე მუშაობს როგორც WiFi სკანერები, ასევე Bluetooth (BLE) ტიპის სკანერები. თუმცა ძველი ტიპის Bluetooth (კლასიკური ELM327 კლონები) iOS-ზე არ მუშაობს Apple-ის შეზღუდვების გამო. ამიტომ ყველაზე უნივერსალური და პრობლემებისგან დაცული არჩევანია WiFi მოდელები — მაგალითად Kingbolen, Nexpeak,  ELM327 WiFi V1.5.
ყველა მანქანაზე მუშაობს OBD2 დიაგნოსტიკის სკანერი?
1996 წლის შემდეგ გამოშვებულ უმეტეს ავტომობილზე — კი. კონკრეტული ფუნქციები შეიძლება განსხვავდეს მოდელის მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მოგვწერე და გეტყვით ზუსტად.
სჭირდება ინტერნეტი სკანერის გამოყენებისთვის?
არა. ინტერნეტი მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვისთვის გჭირდება. დიაგნოსტიკა სრულად offline მუშაობს.
Check Engine-ის კოდის წაშლა შეიძლება?
კი — ყველა ჩვენი სკანერი კოდს კითხულობს და შლის. თუ პრობლემა გამოსწორდა, კოდი არ დაბრუნდება. თუ პრობლემა რჩება — კოდი კვლავ გამოჩნდება.
რომელი აპლიკაცია მუშაობს OBD2 სკანერთან?
OBD2 სკანერებთან მუშაობს ისეთი აპლიკაციები როგორიცაა Car Scanner, Torque და OBD Auto Doctor. Android-ზე Torque და Car Scanner ყველაზე პოპულარულია, ხოლო iPhone-ზე ძირითადად Car Scanner გამოიყენება.
რა განსხვავებაა WiFi და Bluetooth OBD2 სკანერს შორის?
განსხვავება კავშირში და თავსებადობაშია: WiFi სკანერები მუშაობს როგორც iPhone-ზე, ისე Android-ზე და ითვლება ყველაზე უნივერსალურ ვარიანტად. Bluetooth სკანერები მუშაობს Android-ზე და iPhone-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის BLE (Low Energy) ტიპის. ძველი ტიპის Bluetooth (კლასიკური ELM327 კლონები) iOS-ზე არ მუშაობს Apple-ის შეზღუდვების გამო. WiFi ჩვეულებრივ უფრო სტაბილურია, ხოლო Bluetooth ხშირად უფრო იაფი და მარტივია Android მოწყობილობებისთვის.

📖 OBD2 გზამკვლევები და მიმოხილვები