ყოველდღიური გამოყენება / სმარტფონი? → SanDisk Ultra (₾49-დან). Action Camera / 4K ვიდეო / დრონი? → SanDisk Extreme PRO (₾85).ვერ არჩევ? მოგვწერე WhatsApp-ზე — დაგეხმარებით.
ყოველდღიური გამოყენებისთვის SanDisk Ultra სავსებით საკმარისია. 64GB ან 128GB — ეს ყველაზე პოპულარული ზომებია ფოტოებისა და მუსიკისთვის.
Dash Cam-ისთვის რომელი უნდა ავირჩიო?
SanDisk Ultra — Class 10 / U1, Full HD Dash Cam-ისთვის საკმარისია. 4K Dash Cam-ისთვის — Extreme PRO გირჩევთ (V30, U3).
Action Camera-სთვის (GoPro, DJI) რომელია სწორი?
SanDisk Extreme PRO — V30, U3, 90MB/s ჩაწერა. ეს არის მინიმუმი 4K UHD ვიდეოს შეუფერხებელი ჩაწერისთვის.
რა განსხვავებაა A1 და A2-ს შორის?
A1 და A2 — Android-ზე შენახული აპლიკაციების გაშვების სტანდარტებია. A2 უფრო სწრაფია: მეტი IOPS (Input/Output Operations). ყოველდღიური გამოყენებისთვის A1 საკმარისია.
რომელი ზომა ავირჩიო?
32GB — ძველი სმარტფონი, ნაკლები ფოტო. 64GB — საშუალო გამოყენება. 128GB — ბევრი ფოტო/ვიდეო, Dash Cam. 256GB+ — 4K ვიდეო, Action Camera.