გამოიყენე 220V ტექნიკა მანქანაში — ლეპტოპი, ტელეფონი და სხვა მოწყობილობები. ინვერტორები 12V და 24V სისტემებისთვის, 150W-დან 4000W-მდე. იდეალურია გზაში, კემპინგზე და სამუშაოდ -ხელსაწყოებისთვის.
Modified Sine Wave — მუშაობს უმეტეს მოწყობილობაზე (ლეპტოპი, ტელეფონი, LED). Pure Sine Wave — საჭიროა მგრძნობიარე ტექნიკისთვის (სამედიცინო, ინდუქციური).
შეიძლება ინვერტორმა დააზიანოს მანქანა?
თუ სწორ ძაბვაზეა და დატვირთვა არ აჭარბებს — არა. 1000W+ ინვერტორები პირდაპირ აკუმულატორზე უნდა მიერთდეს.
რამდენ ხანს იმუშავებს ინვერტორი?
დამოკიდებულია აკუმულატორზე: 60Ah + 500W ≈ ~1 საათი. 100Ah + 500W ≈ ~2 საათი. გრძელი გამოყენებისას ძრავა ჩართული გქონდეს.
რა არის ინვერტორი მანქანისთვის (ავტომობილის ინვერტერი)?
ინვერტორი არის მოწყობილობა, რომელიც 12V ან 24V ძაბვას გარდაქმნის 220V-ში და საშუალებას გაძლევს გამოიყენო საყოფაცხოვრებო ტექნიკა ავტომობილში.
სად გამოიყენება?
🚗 გრძელ გზაზე — ლეპტოპის დატენა მგზავრობისას
📱 მობილური მოწყობილობები — ტელეფონები, ტაბლეტები
🏕️ კემპინგი — პორტატული მაცივარი, გრილი
🛠️ სამუშაო ხელსაწყოები — დრელი, კომპრესორი
🚙 სატვირთო მანქანები — 24V ინვერტორები
⚠️ საგანგებო სიტუაციები — ელექტროობის გათიშვისას
💡
მსუბუქი ავტომობილი? → 12V. სატვირთო ან ავტობუსი? → 24V. ლეპტოპი/USB? → 150-300W. ხელსაწყო? → 500-1500W.ვერ არჩევ? მოგვწერე WhatsApp-ზე — დაგეხმარებით.